ლევან მურუსიძე: მიხარია, რომ ვადა ამოვწურე და ჩვეულებრივი მოსამართლე ვიქნები

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი ლევან მურუსიძე არასამთავრობო სექტორის კრიტიკას გამოეხმაურა. როგორც მურუსიძემ აღნიშნა, ნებისმიერი კანდიდატი, ვინც არ უნდა ყოფილიყო დასახელებული, იტყოდნენ, რომ მასთან არის დაახლოებული. მისივე თქმით, მოხარულია, რომ ვადა ამოწურა და ჩვეულებრივი მოსამართლე იქნება.

“შემიძლია ნებისმიერ ადამიანზე მიგითითოთ, ვისთანაც მჭიდრო, კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს.
კოლეგიალობაზე საუბარი აღარ არის, ნებისმიერი კანდიდატი, ვინც არ უნდა ყოფილიყო დასახელებული, იტყოდნენ, რომ ლევან მურუსიძესთან არის დაახლოებული, რადგან ყველასთან მაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა.

…იმედი მაქვს, რომ არასამთავრობოები, რომლებსაც ჩემი პიროვნების ირგვლივ ანტიპათია ჰქონდათ, პიროვნულ დამოკიდებულებას გვერდზე გადადებენ.
მიხარია, რომ ვადა ამოვწურე და ჩვეულებრივი მოსამართლე ვიქნები. არა მგონია, რომ არასამთავრობოებს ღირსებას მატებდეს დონორებისგან გამოყოფილი თანხებით უსუსური ვიდეოკლიპების გაკეთება, რასაც აკეთებდნენ. ეს იყო სირცხვილი”, – აღნიშნა მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები