ბათუმში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, ვარდების სკვერში, სამოც წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს სკვერში ხშირად ხედავდნენ, თუმცა არ იცნობდნენ. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებიც მუშაობდნენ. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები