იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს

კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს. ირაკლი ბონდარენკოს, ვასილ მშვენიერაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს და ირაკლი შენგელიას ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.
იუსტიციის საბჭოს სხდომაზე რეგისტრაცია  279-მა მოსამართლემ გაიარა, ხმა მისცა 278-მა მოსამართლემ.
დღეს საქართველოს მოსამართლეთა XXI რიგგარეშე კონფერენცია იმართება. კონფერენციის დღის წესრიგით, ასევე, გათვალისწინებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრების (სამი წევრის) არჩევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები