ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა „ოპელის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები