ნინო გვენეტაძე: იუსტიციის საბჭო კენჭისყრის შემდეგ განახლდება და მართლმსაჯულებისადმი ნდობას აამაღლებს

“იუსტიციის საბჭო ფაქტობრივად, განახლდება კენჭისყრის შემდეგ, საბჭო ინტენსიურად დაიწყებს მუშაობას და აამაღლებს მართლმსაჯულებისადმი ნდობას”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, მოსამართლეთა კორპუსი სამართლიან კრიტიკას არ გაურბის. გვენეტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილების შემდეგ, კრიტიკის შემცირებას ელოდება.
“იუსტიციის საბჭო ფაქტობრივად, განახლდება კენჭისყრის შემდეგ, როდესაც განმწესდება 4 მოსამართლე წევრი. მთავარია, რომ საბჭო ინტენსიურად დაიწყებს მუშაობას სტრატეგიის განხორციელებაზე, რომ იყოს გახსნილი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და აამაღლებს მართლმსაჯულებისადმი ნდობას. საბჭო აბსოლუტურად გახსნილია, არასამთავრობოების მიერ ხორციელდება მონიტორინგი და ვფიქრობ, ამ ოთხი წლის განმავლობაში, საბჭოს გარკვეული წარმატებები და წინსვლა ჰქონდა”, – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
დღეს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია იმართება, სადაც იუსტიციის საბჭოს მდივანსა და საბჭოს წევრ 4 მოსამართლეს აირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები