იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და ოთხი ახალი მოსამართლე წევრის ვინაობა დღეს დასახელდება

ამ წუთებში, მოსამართლეთა XXI რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და საბჭოს 4 წევრ მოსამართლეს ირჩევენ. კენჭისყრა ფარულია და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მიმდინარეობს. კონფერენციაზე თავდაპირველად, კენჭი ეყრება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრებისთვის – ლევან მურუსიძის, მერაბ გაბინაშვილის, თამარ ალანიასა და შოთა გეწაძისთვის, ასევე, სადისციპლინო კოლეგიის წევრებისთვის – გიორგი ტყავაძის, შორენა ყაველაშვილისა და შალვა კაკაურიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. ამის შემდეგ კი კონფერენციაზე 4 კანდიდატურა უნდა დასახელდეს, რომელთაგან ორს კენჭი ცალკე ეყრება.
ამასთან, საერთო სასამართლოების შესახებ კანონის თანახმად, 2 ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატად უნდა დასახელდეს ის მოსამართლე, რომელსაც უფლება აქვს, საბჭოს წევრის თანამადებობასთან ერთად, ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები