ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით, დაამზადეს 6 000 ერთეული ალკოჰოლური სასმელისთვის განკუთვნილი ყალბი ქართული აქციზური მარკა. ბრალდებულები  აღნიშნული ყალბი აქციზური მარკების 9 000 ლარად რეალიზაციის დროს დააკავეს.
ამასთანავე, გამოვლენილი იქნა ის საწარმო, სადაც ბრალდებულები ახორციელებდნენ აღნიშნული ყალბი აქციზური მარკების დამზადებას, შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე – 200-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ” და მეოთხე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები