პროკურორი: მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი ადამიანის მკვლელობისთვის უნდოდა

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე იკითხება.
მოწმის ჩვენება დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაური აცხადებს, რომ დაკითხულმა მთავარმა მოწმემ, რომლის დაკითხვაც გრძელდება, დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი ადამიანის მკვლელობისთვის უნდოდა.
“როდესაც ბრალდებული ინტერესდებოდა მსხვერპლის ორგანიზმში ექსპერტიზა აღმოაჩენდა თუა რა საწამლავს, ვერცერთმა ვერ ახსნა ეს გარემოებები და ისევ ის გამოგონილი ოქრომჭედელი ახსენეს ადვოკატებმა, რომ თითქოს მისთვის უნდოდა ბრალდებულს ეს საწამლავი.
დაკითხულმა მთავარმა მოწმემ, რომლის დაკითხვაც გრძელდება, დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი უნდა ადამიანის მკვლელობისთვის და ადვოკატები დაუსაბუთებელი პროტესტებით და დაუსაბუთებელი შუამდგომლობებით ცდილობდნენ შეეჩერებინათ მოწმის თავისუფალი თხრობა და არ მისცემოდა მას საშუალება, სრულყოფილად გადმოეცა ფაქტები“, – განაცხადა წიკლაურმა.
პროცესის მიმდინარეობის შესახებ ჟურნალისტებთან ბრალდებულის ადვოკატმა ეკა ლომიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, პროკურატურა ცდილობს მოწმისგან ის ინფორმაცია მიიღოს, რაც მათთვის ხელსაყრელია. “არის მცდელობა პროკურატურის მხრიდან, რომ მიმანიშნებელი კითხვები დასვან და ის ინფორმაცია მიიღონ მისგან, რაც მათთვის ხელსაყრელია. დაცვის მხარე ყველა იმ მტკიცებულებიდან თუ ჩვენებიდან გამომდინარე დაუსვამს შეკითხვებს და ეცდება, გამოავლინოს და დაადასტუროს, რომ გიორგი მამალაძე არის სრულიად უდანაშაულო“ – აღნიშნა ეკა ლომიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები