გია ვოლსკი: პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება კრიზისის შექმნის მიზნამდე

„პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება კრიზისის შექმნის მიზნამდე და ამ შემთხვევაში, რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვს დაკავებული“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
როგორც მან განაცხადა, ბევრი შენიშვნა და წინადადება არის გათვალისწინებული, თუმცა დარჩენილია საკითხები, სადაც მხარეებს პრინციპული პოზიცია აქვთ.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება კრიზისის შექმნის მიზნამდე და ამ შემთხევაში, რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვს დაკავებული, რომელიც აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული, არც დღევანდელი კონსტიტუციით და არც პოლიტიკური მორალით, რომელიც ამ შემთხვევაში, პრეზიდენტს უნდა ეკისრებოდეს. არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც პოზიციების შეჯერება თავიდანვე ნათელი იყო, რომ ვერ მოხერხდებოდა, თუნდაც მიწის კანონთან დაკავშირებით, ქორწინების თემასთან და არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით, წახვიდე იმაზე, რასაც მოგვიწოდებენ პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად, ან თუნდაც მცირე პარტიები – მათ გარშემო სატელიტები, ნიშნავს, რომ ჩვენ საფრთხის ქვეშ დავაყენოთ სახელმწიფო უსაფრთხოება, ანუ ვერ შევქმნათ მთავრობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები