სასამართლომ ბექა შენგელიას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ირმა ყოჩიაშვილს – 20 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებული ბექა შენგელია დამნაშავედ ცნო და უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ირმა ყოჩიაშვილს, დედის მკველობისთვის – 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
ცნობისათვის, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეზე 3 პირს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. გარდა ამისა, ე.წ კანიბალიზმის საქმეზე 3 პირს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა. მკვლელობა გასული წლის ოქტომბერში მოხდა.
შსს-ს ცნობით, სამმა ბრალდებულმა, 19 ოქტომბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილის დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ – გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. მათივე ცნობით, ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყოჩიაშვილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. შსს-ს ცნობით, იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები