ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში პირველი ქართული ვისკის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში პირველი ქართული ვისკის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
ვისკის სახდელი და ალაოს გადამამუშავებელი ქარხნები 3 ჰექტარ ტერიტორიაზე გარდაბნის რაიონში აშენდება, ჯამში, ქარხნის მშენებლობისთვის 4 მილიონი ლარი დაიხარჯება, შეიქმნება 100 სამუშაო ადგილი.
ამ ეტაპზე, კახეთში 150 ჰექტარზე იქნა გაშენებული ქერი, იმისთვის, რომ მთლიანად ქართულ ნედლეულზე დამზადდეს პროდუქცია.
ბიზნესმენი ჯიმშერ ჩხაიძე საზოგადოებას პირველი ქართული ვისკის “ჯიმშერის” დამზადების ახალ ტექნოლოგიებზე ესაუბრა.
ქართულ ვისკის საერაშორისო და ქართველმა სომელიეებმა “ახალი ქართული სიტყვა” უწოდეს და ის ქართული მეღვინეობის და კულტურის ახალ აღმოჩენად შეაფასეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები