საპატრიარქო პატრიარქთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის ჩანაწერს ავრცელებს (ვიდეო)

საქართველოს საპატრიარქო პატრიარქთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის ჩანაწერს ავრცელებს.
„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ა.წ. 21 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან შედგა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრა. სამწუხაროდ, მედიასივრცეში ვრცელდება საუბრის ტენდენციური და დამახინჯებული ვერსია. გთავაზობთ შეხვედრის სრულ აუდიოჩანაწერს. მსმენელმა თვითონ განსაჯოს, რა ითქვა და როგორ ითქვა.
საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოხატავს გულისტკივილს განვითარებული მოვლენების გამო და ვიმედოვნებთ, სიმართლე მალე დადგინდება“, -აცხადებენ საპატრიარქოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები