“მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, ერთ-ერთი სტუმრისთვის 1000-ლარიანი საცურაო კოსტიუმი იქნა შეძენილი“
საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის საქმის პროკურორის, ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, ერთ-ერთი სტუმრისთვის შეძენილი იქნა 1000-ლარიანი საცურაო კოსტიუმი, რაც სდსს-ს ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლო პროცესზე დაადასტურეს. ქეთევან ჩაჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ხარჯი არ არის ერთადერთი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სტუმარი ქალბატონებისთვის იქნა გაწეული.
საქმეში, რომელიც საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას ეხება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სდსს-ს ყოფილი ხელმძღვანელი თეიმურაზ ჯანაშია არიან ბრალდებულნი.