“ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაწინაურდნენ სისტემაში დასაქმებული პროფესიონალი კადრები”

ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაწინაურდნენ და წახალისდნენ სისტემაში დასაქმებული პროფესიონალი კადრები, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, საგამოძიებო სამსახურში დაწყებული რეორგანიზაცია გრძელდება „ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის და სამსახურის გაძლიერების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში სამართალდამცავი უწყების რეფორმირების და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების მიმართულებით, სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან კვლავ გაგრძელდება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა და შიდა რგოლებიდან პროფესიონალი და კვალიფიციური კადრების დაწინაურება წახალისება”, – განაცხადა ლევან გამყრელიძემ.
როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საკადრო გადაადგილების შედეგად, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს ახალი მოადგილეები ჰყავს, საშტატო გადაადგილებები განხორციელდა საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოებში, შეიცვალნენ შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, აჭარა – გურიის, სამეგრელო – ზემო სვანეთის, სამცხე ჯავახეთის, მცხეთა მთიანეთისა და კახეთის რეგიონული სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, ამ დრომდე ვაკანტურია იმერეთის და რაჭა ლეჩხუმის სამმართველოს უფროსის პოსტი, ამ პოზიციებზე სამსახურის ქვედა რგოლებიდან დაწინაურდნენ კვალიფიციური კადრები, რომლებიც საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოებში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდნენ.
„საგამოძიებო სამსახურის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით და არსებული ადამიანური რესურსის ეფექტიანად გამოყენების თვალსაზრისით, კვლავ გაგრძელდება შიდა რგოლებიდან პროფესიონალი კადრების დაწინაურება.
სამსახურში რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი საშტატო გადაადგილებები და საკადრო დანიშვნები თვის ბოლოს დასრულდება“, -აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები