მამა მიქაელ ბოტკოველი: პატრიარქი ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე ინფორმირებულია

პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პატრიარქი ე.წ. „ციანიდის“ საქმეში ერკვევა.
„მათ ძალიან კარგად დაინახეს, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ უწმინდესი კარგად ერკვევა ამ საკითხის არსში უბრალოდ იმდენში, რამდენშიც ჩვენ ყველამ ვიცით. ასე, რომ იმის თქმა, რომ უწმინდესს არ აქვს ინფორმაცია და არ იცის, რა ხდება, მათი მხრიდან იყო ძალიან არასწორი მსჯელობა. პატრიარქს ჰქონდა კითხვები თორნიკე მამალაძის მიმართ და რამდენიმე შენიშვნა მისცა. თუ სურვილი აქვს, გაიხსენოს, რაზე მისცა მას უწმინდესმა შენიშვნა და ეს მას კარგად ემახსოვრება“, – განაცხადა მამა მიქაელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები