“მანქანები 3” დიდ ეკრანებზე ბრუნდება

15 ივნისიდან საქართველოს კინოთეატრებში დიდი რბოლა გრძელდება. “მანქანები 3” დიდ ეკრანებს უბრუნდება. ”მანქანები 3” არის 2017 წლის ყველაზე მოლოდინიანი კომედიური ჟანრის ანიმაცია, რომელიც “პიქსარ ანიმაციისა” და “უოლტ დისნეი ფიქჩერსის” მიერაა გადაღებული. ფილმის მთავარი გმირი ლაითინგ მაკქუინი დიდი ხნის მანძილზე იკავებდა პირველ ადგილს რბოლებში. მან ამჯერად ახალგაზრდა და დაუმარცხებელი ჩემპიონი ჯეკსონ სტორმი გამოიწვია, რომელიც 200 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს. სტორმი აღსავსეა ენერგიით და მზადაა ნებისმიერი კონკურენტის დასამარცხებლად. სტორმის მიერ მიყენებული ზიანის შემდეგ, ლაითინგი გადაწყვეტს ძალების აღდგენას,კიდევ ერთ რბოლაში მონაწილეობისთვის. ტრასა სადაც რბოლა უნდა გაიმართოს გადის ტყეში, ლაითინგ მაქუინს უკვე ნასწავლი აქვს უამრავი ხრიკი…
სპოილერი არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ანიმაციას ბედნიერი დასასრული აქვს, თუმცა არა ისეთი, როგორი მოლოდინიც აქვს მაყურებელს. “მანქანები 3”-ის ნახვა 3D და IMAX ფორმატში იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები