ჯავახიშვილის ქუჩაზე 3-სართულიანი შენობიდან ხელოსანი გადმოვარდა

ჯავახიშვილის ქუჩის ცხრა ნომერში მდებარე 3-სართულიანი შენობიდან ხელოსანი გადმოვარდა. როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, მრავლობითი ტრავმებით და უგონო მდგომარეობაში, ალადაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაშავებულ მამაკაცს ოპერაციისთვის ამზადებენ.
ცნობილია, რომ შემთხვევის ადგილზე ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და ლიტერატურის მუზეუმი მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, მუზეუმის აღდგენა-განვითარების პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები