საკრებულოების შემადგენლობის ცვლილების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია

ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც საკრებულოების შემადგენლობა იცვლება, პარლამენტში ინიცირებულია. პროექტის მიხედვით, თვითმმართველი თემის შემადგენლობაში შემავალ ქალაქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით, საკრებულოს 2 წევრი აირჩევა. ქალაქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით, საკრებულოს 3 წევრი აირჩევა. თვითმმართველი თემის შემადგენლობაში შემავალ ქალაქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით, საკრებულოს 4 წევრი აირჩევა, ხოლო სადაც 35 000 ან მეტია – მაჟორიტარული წესით საკრებულოს 5 წევრი აირჩევა.
ცვლილების მიხედვით, 7 ქალაქი – თელავი, გორი, მცხეთა, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, ზუგდიდი, თვითმმართველი ქალაქის სტატუსს კარგავს, შედეგად, 14 მუნიციპალიტეტი 7 ერთეულად ერთიანდება.
​კომიტეტმა ასევე, მხარი დაუჭირა თვითმმართველობის კოდექსში ტერმინ გამგებელი/მერის და გამგეობა/მერიის “მერით” და “მერიათი” ჩანაცვლებას. საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს გრიგოლ ლილუაშვილსა და მერაბ ქვარაიას ეკუთვნით. ინიციატორები კანონპროექტის მომზადების მიზეზად 2017 წელს მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას ასახელებენ, რომლის თანახმადაც 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად, 5 თვითმმართველი ქალაქი დარჩება, ხოლო უმაღლეს თანამდებობის პირად ყველა მუნიციპალიტეტში მერი განისაზღვრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები