გიორგი ვოლსკი: ნუ დაარქმევს პრეზიდენტი “ტელეშოუს” პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებას

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, საკონსტიტუციო ცვლილებების პირდაპირ ეთერში განხილვასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს რჩევით მიმართა.  ვიცე-სპიკერმა პრეზიდენტს ურჩია, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეთავაზებას „ტელეშოუს” ნუ უწოდებს.
ვოლსკის თქმით, საზოგადოება ინფორმაციას საჭიროებს და მსგავსი განხილვა მიღებულია ყველა განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში.
“საინტერესო იდეაა ის, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ შემოგვთავაზა, რომ საზოგადოებას წარმოუდგინონ მან და პრეზიდენტმა თავიანთი ხედვები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ამის ალტერნატივა არ არის ის, რომ წავიდეთ პარლამენტში და ამ ფორმატში ვიმსჯელოთ. ინფორმაციას საჭიროებს საზოგადოება. ტელეშოუს პრეზიდენტი ასე ადვილად ნუ დაარქმევს, რადგან ასეთი „ტელეშოუ“ მიღებულია ყველა განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში”,- განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები