ვლადიმერ პუტინი: თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში გიულენის შესაძლო მონაწილეობის შესახებ ვერაფერს გეტყვით

0

თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში გიულენის შესაძლო მონაწილეობის შესახებ ვერაფერს გეტყვით,- ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა, დოკუმენტური ფილმის ფარგლებში, ამერიკელი რეჟისორის ოლივერ სტოუნისათვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
″The Putin Interviews″(პუტინის ინტერვიუები) დოკუმენტური ფილმის ფარგლებში, ამერიკელი რეჟისორის ოლივერ სტოუნისათვის მიცემულ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა, 15 ივლისს თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შესახებ ისაუბრა.
″თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს არასდროს უთქვამს ჩემთვის, რომ გადატრიალების მცდელობაში აშშ რაიმე როლს ასრულებდა. მაგრამ მე ამ ლოგიკით შემიძლია ვიმსჯელო: თუ გიულენი მართლა მონაწილეობდა გადატრიალების მცდელობაში, მაშინ ამის შესახებ ამერიკის სპეცსამსახურებს რომ არ სცოდნოდათ ძნელი დასაჯერებელია.″-განაცხადა მან.
პუტინმა ინტერვიუში ინჯირლიკის ბაზის შესახებაც ისაუბრა.
″ამასთანავე, როგორც ცნობილია თურქეთში ინჯირლიკის საჰაერო ბაზაზე ამერიკელებთან ერთად მომსახურე თურქი სამხედროებიც გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ. შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ ამერიკელებს თურქეთის ბაზაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღიც აქვთ და არავინ იცის რა შეიძლებოდა მომხდარიყო მსგავსი დრამატული მოვლენების დროს″.-აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი