სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას თვითმფრინავს მეხი დაეცა

სტამბოლი-თბილისის რეისს აფრენიდან რამდენიმე წუთში, უამინდობის გამო, პრობლემები შეექმნა და უკან, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში დაბრუნდა.
მგზავრების ინფორმაციით, თვითმფრინავს მეხი აფრენიდან 15-20 წუთში დაეცა, რამაც მისი დაზიანება გამოიწვია.
მისივე ინფორმაციით, მგზავრებს შორის საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იყო, მომხდარის შედეგად, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი არცერთი ადამიანი არ დაშავებულა.
ავიაკომპანია ”ატლას გლობალის” ინფორმაციით, მოგვიანებით თბილისის მიმართულებით რეისი შესრულდა.
სტამბოლი-თბილისის რეისის მგზავრები დაახლოებით ოთხსაათიანი შეფერხების შემდეგ, თბილისში დაბრუნდნენ.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ რომ მგზავრები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. სამწუხაროდ ღამით ამინდი მკვეთრად გაუარესდა ფრენისას, რაც არ იყო პროგნოზით გათვალისწინებული. ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება. საბედნიეროდ, „ატლას გლობალი“ ყოველთვის ცდილობს ასეთ დროს მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით მიიღოს ყველა საჭირო ზომა. დღეს დილით, გამთენიისას შესრულდა რეისი. მფრინავებმა მათთვის ჩვეული პროფესიონალიზმით გაართვეს თავი ამ რთულ სიტუაციას. ყველა მგზავრი უვნებელი დაბრუნდა თბილისში“ – აცხადებს ”ატლას გლობალის”მენეჯერი თამუნა თანდაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები