თბილისის მერი დავით ნარმანია მძღოლებს მიმართავს

​თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ 26 მაისის მოედანზე სამუშაო შტაბის სხდომა გამართა და შაბათ-კვირას პეკინის ქუჩაზე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. მერიის ინფორმაციით, თბილისის მერმა შტაბის სხდომაზე დავალებები გასცა, ასევე, განისაზღვრა უახლოესი რამდენიმე დღის გეგმა, რაც დავით ნარმანიას განცხადებით, პროცესში ჩართული სამსახურების კოორდინირებული მუშაობისთვის მნიშვნელოვანია. ​
​თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მძღოლებსაც მიმართა.
„მოვუწოდებთ მძღოლებს, რომ ვინაიდან სამუშაო კვირაა და ავტომანქანების რაოდენობა მეტი იქნება, თუ აუცილებელი საქმე არ აქვთ, მოერიდონ ამ უბანში გადაადგილებას. საპატრულო პოლიცია და ქალაქის მერიის ტრანსპორტის სამსახური კოორდინირებულად მუშაობენ იმისათვის, რომ გადაადგილებასთან დაკავშირებული დისკომფორტი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში, ავტომანქანები გადაერთვებიან სწორი მიმართულებით და მაინც მოერიდებიან იმ უბნებს, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.​სამუშაო შტაბში გამართულ სხდომას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, თბილისის მთავრობის, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ და კომპანია „ბლექ სი გრუპის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები