თბილისის საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია დღეს იწყება

0

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინიციატივითა და თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქს ივლისში 40 საზაფხულო ბაღი მოემსახურება.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ოჯახებს, რომლებიც ჯერ ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას, შესაძლებლობა აქვთ, მათ რაიონში მოქმედი საზაფხულო ბაღების მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ.
„საზაფხულო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 3 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საზაფხულო ბაღების რეგისტრაცია, 19 ივნისს, 13.00 საათზე დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება. რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე: www.kids.org.ge.
საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები, მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2017-2018 სააღმზრდელო წელს.
საზაფხულო ბაღების სია რაიონების მიხედვით: გლდანის რაიონი – N153, N48, N205, N216, N186; დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15; ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“; ისნის რაიონი – N202, N29, N26, N215, N182; კრწანისის რაიონი – N51, N206; მთაწმინდის რაიონი – N170, N152, N162; ნაძალადევის რაიონი – N9, N79, N60, N143, N80; საბურთალოს რაიონი – N197, N171, N112; სამგორის რაიონი – N128, N12, N210, N45, N196, N72; ჩუღურეთის რაიონი – N34, N5“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი