კლინიკა “რუსთავის” რეანიმატოლოგი: მშობიარე ქალს სავარაუდოდ, ემბოლია განუვითარდა  

რუსთავში მშობიარე ქალს სავარაუდოდ, ემბოლია განუვითარდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკა „რუსთავის“ მთავარმა რეანიმატოლოგმა მაია გველესიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მშობიარე ქალი კლინიკაში დილით 4 საათსა და 30 წუთზე მიიყვანეს და მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.
“გავუკეთეთ საკეისრო კვეთა და მოვახერხეთ ბავშვის გადარჩენა. სამწუხაროდ, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მშობიარის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანარჩენს ექსპერტიზა დაადგენს“, – განაცხადა მაია გველესიანმა.
შეგახსენებთ, რომ კლინიკა ,,რუსთავში” მშობიარობის დროს 28 წლის ქალი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები