ირაკლი ლექვინაძე: უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა შესაძლოა, 20 ლარი გახდეს

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ უბილეთო მგზავრობაზე სანქციები უნდა გამკაცრდეს. მისი ინფორმაციით, უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა შესაძლოა, 20 ლარი გახდეს. კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე გადაგზავნილია.
„ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რომ ჯარიმები უფრო გამკაცრდეს. კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატორი არის თბილისის მერია. ჩვენ გვინდა 5-ლარიანი ჯარიმა გახდეს 20 ლარი, რადგან რეალურად 5-ლარიანი ჯარიმა ძალიან მცირეა. ჩვენი სურვილია, რეალურად გამკაცრდეს სანქციები უბილეთო მგზავრობაზე“, – განაცხადა ლექვინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები