„ხშირია, როცა მართლმადიდებლობას აკრიტიკებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისევ მართლმადიდებლობა გადაარჩენს კაცობრიობას“

ხშირი შემთხვევაა, როცა მართლმადიდებლობას აკრიტიკებენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევ მართლმადიდებლობა გადაარჩენს კაცობრიობას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ეკლესიის მოვალეობაა განუმარტოს მსოფლიოს, რომ მართლმადიდებლებს სიკეთის მეტ არაფერი ამოძრავებთ.
„დღეს რთული დროა. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოს ბოლომდე არ ესმის ქრისტიანობის მნიშვნელობა, მართლმადიდებლობის მნიშვნელობა. ეკლესიის მოვალეობაა განუმარტოს მსოფლიოს, რომ ჩვენ სიკეთის მეტი არაფერი გვამოძრავებს; სიკეთე გვინდა სუფევდეს მსოფლიოში, ჩვენს საქართველოში და ყველგან. ამიტომ ჩვენ უნდა ვიქადაგოთ სიკეთე, სიყვარული… ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სიკეთე. ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. დღეს ხშირი შემთხვევაა, როცა მართლმადიდებლობას აკრიტიკებენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევ მართლმადიდებლობა გადაარჩენს კაცობრიობას. მართლმადიდებლობა ყველაფერს გააკეთებს, რათა სიკეთე და სიყვარული სუფევდეს მსოფლიოში“, – ბრძანა ილია მეორემ.
ამასთან, როგორც ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა, დღეს ხშირი შემთხვევაა, როცა ეკლესიას აკრიტიკებენ.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია არის ნავსაყუდელი. ეკლესია არის ის ძალა, რომელიც ბოროტებას სიკეთედ აქცევს. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უფრო რთული და მძიმე წლები გამოუვლია ეკლესიას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: კლდესა ამას ზედა დავაარსო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ყველაფერი კარგად იქნება. მომავლის იმედით უნდა ვიყოთ”,- აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები