რუსთავში მშობიარობისას 28 წლის ქალი გარდაიცვალა

რუსთავში, კლინიკა ,,რუსთავში” მშობიარობის დროს 28 წლის ქალი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მშობიარე სამშობიაროში გამთენიისას, 4:00 საათზე მიიყვანეს. ექიმებმა ჩვილის გადარჩენა მოახერხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები