„60 წლის კაცმა ლურსმნიანი ჯოხით სადისტურად მოკლა ძაღლი“ – რუსთავში ხვალ საპროტესტო აქცია გაიმართება

რუსთავში ხვალ საპროტესტო აქცია, სახელწოდებით – „დაისაჯოს მკვლელი!“ გაიმართება. აქცია 12:00 საათზე რუსთავის პროკურატურის შენობასთან „ცხოველთა მეგობრების“ ორგანიზებით ჩატარდება.
აქციის ორგანიზატორები 60 წლამდე ასაკის მამკაცის დასჯას ითხოვენ, რომელმაც, მათი მტკიცებით, ჭყონდიდელის დასახლებაში ძაღლი სასტიკად აწამა.
ძაღლი მოგვიანებით მოკვდა.
,,პარასკევს 60 წლის კაცმა ლურსმნიანი ჯოხით სადისტურად მოკლა ძაღლი. შევიტანეთ საჩივარი, მეზობლებიც ადასტურებენ ამ ფაქტს. მათი განცხადებით, ძაღლი იყო წყნარი, არავის არაფერს არ აშავებდა. ერთადერთი, რასაც „აშავებდა“, იყო ის, რომ ამ კაცს არ უყვარდა ძაღლები. დაიბარეს ეს კაცი, დაკითხეს და გამოუშვეს. შემდეგ დაუარა მეზობლებს და დაემუქრა. ეს მერამდენე ფაქტია უკვე და არანაირი რეაგირება არ ხდება. ყველაზე კომიკური ისაა, რომ ეს არაკაცი, თავის დანაშაულს ვერ ხვდება, მომღიმარი სახით იჯდა დაკითხვაზე. სირცხვილია ქვეყნის განვითარებაზე ლაპარაკი, როდესაც ასეთი არაადამიანური და სადისტური ფაქტები ხდება, დამნაშავეები კი დაუსჯელები რჩებიან. ამიტომ ორშაბათს ვიკრიბებით ქალაქ რუსთავის პროკურატურასთან, 12.00 საათზე. ერთხელ და სამუდამოდ შეიგნოს ყველამ, რომ ცხოველებსაც აქვთ უფლებები და ასეთი სისასტიკისთვის დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს! დღეს ძაღლი მოკლა, ხვალ ადამიანს ავნებს რამეს!“, – ნათქვამია ორგანიზაცია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები