ხევსურეთში დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება

​დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი შატილში იმყოფებოდა, სადაც ხევსურეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ 5 ოჯახს სახლების სახურავების სრული რეაბილიტაციისთვის, პროექტის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში – საქართველო“ მასალა გადასცა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი 2015 წელს დაიწყო და ამ დროისთვის, მასალა სოფელში მცხოვრებმა ყველა ოჯახმა მიიღო. ასევე, პროექტის ფარგლებში, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ, მათ შორის მცირე ტრაქტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები