დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი თანახმაა პატრიარქს ადვოკატების გარეშე შეხვდეს

“ციანიდის საქმეზე” დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი მზადაა, პატრიარქს ადვოკატების გარეშე შეხვდეს.
“თანახმა ვართ, პატრიარქს ადვოკატების გარეშე შევხვდეთ. რადგან ადვოკატებთან ერთად შეხვედრას ვითხოვდით, ეგონათ, ადვოკატების გარეშე შეხვედრაზე უარს ვიტყოდით. როდესაც ადვოკატების გარეშე შეხვედრას დავთანხმდით, იმის მერე გვეუბნებიან, რომ პატრიარქი ხან თბილისშია, ხან ბობოყვათშია, ხან შეუძლოდაა. გვატყუებენ. ჯახის წევრები ვერ ვახერხებთ შეხვედრას”, – აცხადებს ბრალდებული დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე.
დეკანოზს საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს განახლდება.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა. ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 19 მაისს დაიწყო. სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლო სხდომების დახურვა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები