სამეგრელოში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად სტიქიის შედეგად რეგიონში დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. როგორც ალავიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.
„დატბორილია სავარგულები, რამდენიმე ადგილზე ხიდი წაიღო მდინარემ. განსაკუთრებული პრობლემები ხობისწყალმა შექმნა, ვითვლით ზარალს, უახლოესი მთავრობის სხდომისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით, რომ გამოვყოთ რესურსები და სტიქიით მიყენებული ზარალი მაქსიმალურად სწრაფად აღმოვფხვრათ და დროულად დავიწყოთ დაზიანებული ინფრასტრუქტურის გაკეთება, რათა მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები