ფოთი წისქვილკომბინატში აფეთქების დროს დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია

ფოთის წისქვილკომბინატში აფეთქების დროს დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ქალაქის სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. ორი მამაკაცი ადგილზე პირველი და მეორე ჯგუფის დამწვრობებით მიიყვანეს. მათ დაზიანება სახის, კიდურებისა და წელის არეში აქვთ.
ფოთის წისქვილკომბინატში აფეთქება გუშინ მოხდა. აფეთქების შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ. ხანძარი ლიკვიდირებულია, ცალკეულ კერებს კი ახლაც აქრობენ. ხანძრის გამოწვევი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება ძრავაში მოხდა.ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომითი დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები