ლაშა აბაშიძე: პეკინის ქუჩაზე, საპატრულო პოლიცია ცდილობს, მაქსიმალურად განტვირთოს ავტომობილთა ნაკადი

„ვიცოდით, რომ საცობები იქნებოდა, რადგან პეკინის ქუჩა არის ერთ-ერთი მაგისტრალური ქალაქისთვის და მისი ცალმხრივად დაკეტვაც კი გამოიწვევდა ინტენსიურ მოძრაობას” ,- ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა.
​როგორც ლაშა აბაშიძემ აღნიშნა, საპატრულო პოლიცია ავტომობილთა ნაკადის მაქსიმალურად განტვირთვას ცდილობს.
„ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, თბილისის სატრანსპორტო სამსახური და მაქსიმალურად ცდილობენ მოძრაობის განტვირთვას. დღეს არის პირველი დღე. რა თქმა უნდა, ველოდებოდით, რომ იქნებოდა ძალიან მჭიდრო მოძრაობა. გადაკეტვის გამო, კონცენტრირება იქნებოდა სწორედ შარტავას ქუჩაზე. ახლაც სწორედ იქ მივდივარ, რომ ბოლო ინფორმაციას გავეცნო. პატრული არის ადგილზე. ქალაქის ტრანსპორტის სამსახური არის ადგილზე და ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად დაარეგულირონ საცობები. მოლოდინი იყო და ვიცოდით, რომ საცობები იქნებოდა, რადგან პეკინის ქუჩა არის ერთ-ერთი მაგისტრალი ქალაქისთვის და მისი ცალმხრივად დაკეტვაც კი გამოიწვევდა ინტენსიურ მოძრაობას”, – განაცხადა ვიცე მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები