ფოთში აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

რამდენიმე წუთის წინ, ფოთში, წისქვილკომბინატში აფეთქება მოხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, აფეთქება ხორბლის გადამამუშავებელ საწარმოში მოხდა.
შემთხვევამდე, ერთ-ერთი მანქანა-დანადგარი გადახურდა, რამაც ძრავის აფეთქება გამოიწვია, რის  შედეგადაც, საწარმოში მინები ჩამოიმსხვრა და მცირე ზომის ხანძარიც გაჩნდა.
აფეთქების შედეგად, საწარმოში მყოფი 2 მამაკაცი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, მათ მსუბუქი ხარისხის დამწვრობა მიიღეს და ფოთის საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
შემთხვევის ადგილზე  3 სამაშველო ბრიგადა იმყოფება, რომლებიც იქ ამ დრომდე მუშაობენ.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სსკ-ის 170 მუხლით, რომელიც შრომის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სხეულის ნაკლებად დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები