რუსთავში, მეხუთე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, მეხუთე სართულიდან 65 წლის მამაკაცი გადმოვარდა.
მამაკაცი პირველ სართულზე კომერციული ობიექტის სახურავზე დაეცა. ის სასწრაფო –
სამედიცინო ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები