საქართველოს საელჩო თურქეთში: ანტალიაში დაკავებულ ქართველებს დახმარებას შევთავაზებთ

თურქეთში საქართველოს საელჩო ანტალიაში ქართველების დაკავების შესახებ ინფორმირებულია. საელჩოს ინფორმაციით, დაკავებულები ამჟამად ანტალიის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.
”ველოდებით დამატებითი ინფორმაციას, რომლის მიღების შემდეგ, დაკავებულებს საელჩოს მხრიდან დახმარებას შევთავაზებთ. დავეხმარებით ადვოკატის აყვანაში,ხოლო თუ არ ისურვებენ დახმარებას, დაენიშნებათ სახაზინო ადვოკატი”, – განაცხადეს საელჩოში.
შეგახსენებთ, რომ ანტალიაში ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლის წევრებიც ქალაქში ავტომობილებსა და ბინებს ძარცვავდნენ. დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ შორის, ერთი ქალი. დაკავების ოპერაცია ანტალიის პოლიციამ განახორციელა, ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების გამოყენებით შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ძვირფასი ნივთები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები