ნატო ჩხეიძე იმედოვნებს, რომ კანონის მიღებამდე მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი გამოცხადდება

“აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო „ევროპელ ნაციონალებს“, ანუ ვამხილო ის სიყალბე, რაც მათ გააჟღერეს ილიას კონტექსტს მოწყვეტილი ფრაზების ამონარიდით, რაც მათ მიერ სრულიად თავდაყირა აყენებს ილიას ფიგურას, მის როლს ქვეყნის ისტორიაში და სამომავლოდაც,“ – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებისა“ და საკონსტიტუცი კომისიის წევრმა, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ილია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელი იმიტომ იყო, ეროვნულად და სახელმწიოებრივად მოაზოვნეა.
„ახლა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ მისი დიდი სახელით ისარგებლონ და მოკავშირედ გამოიყენონ, მაგრამ ეს გამორიცხულია, რადგან ილია და ჩვენი „ნაციონალები“ ორი საპირისპირო პოლუსია. ამიტომ, კონტექსტიდან ამგლეჯილი ფრაზებით არაფერი გამოვა და საზოგადოებას ვერ დააჯერებენ, რომ ილია თუნდაც წამიერად მომხრე იყო ქართული მიწების გასხვისებისა,“ – განაცხადა დეპუტატმა.
სიტყვით გამოსვლისას ნატო ჩხეიძემ მიმართა დეპუტატ რომან გიცირიძეს, რომელმაც თავის გამოსვლაში გააკრიტიკა ფრაზა: „ქართული მიწის ცნება“. როგორც ჩხეიძემ აღნიშნა, ნამდვილად არსებობს გამოთქმა „ქართულუ მიწა“. მისივე თქმით, აგრეთვე, არსებობს გამოთქმა – „ქართული მიწები“ ისევე, როგორც არსებობს „ქართული ცის“ ცნება, თუმც ფსევდო გლობალისტებისა და ფსევდო ინტერნაციონალისტებისათვის ცა ცაა, რომელიც საერთოა და ყველას ხურავს, მიწა კი მიწაა, რომელზეც დავდივართ.
„ეს ცნებები გასაგები მხოლოდ პატრიოტებისა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებისათვის და არა მარტო ჩვენში, არამედ, ყველა ქვეყანაში, მათ შორის, იმ დასავლეთშიც, რომლისკენ სწრაფვაც არავის მონოპოლიზება არ არის, თუნდაც ევოპელი დაირქვა. ილიამ, დიმიტრი ყიფიანის იდეის საფუძველზე, ბანკი შექმნა სწორედ ქართული მიწის გადასარჩენად: ბანკი ყიდულობდა იმ მიწებს, რომელსაც გაღატაკებული თავადაზნაურობა უცხოელებზე ყიდდა მერკანტელური მოსაზრებებით, ან გაჭირვების გამო, ან შვილი ჰყავდა სასწავლებლად გასაგზავნი, ან წამალი ჰქონდა ახლიბლისთვის საყიდელი. და მერე სათავადაზნაურო ბანკი იჯარით აძლევდა ამ შესყიდულ მიწებს უცხოელებს და როცა გრიგოლ ორბელიანი თავში ხელს იშენდა, განადგურდა ქვეყანა და ვიღუპებითო, სწორედ ილიამ გამოძებნა რეალური გზა და ბანკის საშუალებით გადაარჩინა მიწები გაყიდვისგან, ანუ იხსნა ქვეყანა და მოიტანა აქამდე,“ – აღნიშნა ნატო ჩხეიძემ, რომლის თქმითაც, მისასალმებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ილიას მეთოდი აირჩია.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსი“ მხარს უჭერს ამ კანონპროექტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები