ბათუმში „ეშმაკის ბორბლიდან“ მამაკაცი გადმოვარდა

ბათუმში, „ეშმაკის ბორბლიდან“ ასაკოვანი მამაკაცი გადმოვარდა. „კვირას“ ინფორმაციით, 70 -წლამდე მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორც „კვირას“ თვითმხილველმა განუცხადა, მამაკაცს ატრაქციონზე ალკოჰოლური სასმელი ჰქონდა ატანილი.
მომხდარი ფაქტის შესახებ “კვირას“ შსს-შიც დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები