აშშ სირიაში მეორე ბაზას ხსნის

აშშ სირიაში მეორე სამხედრო ბაზას ხსნის. ის იორდანიის საზღვრის მახლობლად, ეტ ტანფის რაიონში განთავსდება. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
მეორე ბაზა პირველიდან 60-70 კილომეტრით იქნება დაშორებული. მისი ამოცანაა „სირიის დემოკრატიული“ ძალების მხარდაჭერა, რომელიც “ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის.
სირიის ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი ბაზის მშენებლობის გარდა, მათ დამატებითი შეიარაღებაც მიიღეს.
გარდა ამისა, ამერიკელებმა ეტ ტანფის ბაზაზე HIMARS-ის ტიპის რაკეტები განათავსეს, რომელთა მოქმედების მანძილი 300 კილომეტრს შეადგენს.
ამერიკელი სამხედროები სირიაში ახალი ბაზის შექმნას ოფიციალურად არ ადასტურებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები