მოლდავეთის დელეგაცია პარტიების ტრენინგებით დაინტერესდა

დღეს, 15 ივნისს, დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა მოლდავეთის დელეგაციას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და პარლამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. პროექტის მიზანია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გადამზადება საარჩევნო სამართლის მიმართულებით.
„მოცემული ტრენინგი, უზრუნველყოფს მიმდინარე წლის არჩევნებისთვის მზაობას, რათა ადგილობრივი არჩევნები მეტი დემოკრატიულობითა და ნაკლები კანონდარღვევით ჩატარდეს“, –  განაცხადა მერი კაპანაძემ .
საერთაშორისო დელეგაცია დააკვირდა პროექტის – ,,ძლიერი პოლიტიკური პარტიები – დედაქალაქის განვითარებისათვის“ მიმდინარეობის პროცესს და დადებითად შეაფასა აქტივობები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ უცხოელ დელეგატებს გააცნო ორგანიზაციის გეგმები, მიზნები და მისწრაფებები.
მერი კაპანაძის თქმით, პროექტის მიზანია “პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლება საარჩევნო სამართლის მიმართულებით.
„ვიმედოვნებ, პროექტის შედეგად, მოხდება საარჩევნო შესაძლებლობების განვითარება.
სამომავლოდ, უფრო აქტიურად ჩავერთვებით საარჩევნო სისტემების რეფორმებისა და საკანონმდებლო დახვეწის პროცესში“,-განაცხადა მერი კაპანაძემ.
გაცნობებთ, რომ ორგანიზაცია ICDI 2009 წლის 29 აპრილს დაარსდა. ის აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ადვოკატირების მიმართულებით, უზრუნველყოფს არჩევნების პოპულარიზაციას სამოქალაქო საზოგადოებაში და ხელს უწყობს ნდობის განმტკიცებას საარჩევნო პროცედურების მიმართ.
R

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები