ჩინეთის ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან აფეთქება მოხდა – დაღუპულია 7 ადამიანი

ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ფინსიანში საბავშვო ბაღთან აფეთქება მოხდა. ალ ჯაზირას ინფორმაციით, დაიღუპა 7 და დაიჭრა 59 ადამიანი. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა აფეთქების მიზეზი, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიციის ქვედანაყოფები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები