სომალის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

სომალის დედაქალაქში ავტომობილის აფეთქების და სროლის შედეგად, 19 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა მოგადიშოს ცენტრში, სასტუმროსთან მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, სასტუმროში და მის მახლობლად მდებარე კაფეში შეიარაღებული პირები შეცვივდნენ და მძევლები აიყვანეს. ამის შემდეგ, ადგილზე სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები მივიდნენ, რომლებმაც ხუთივე ტერორისტი მოკლეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „აშ შაბაბმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები