პუტინი პოროშენკოს პასუხობს, რომელიც რუსეთს „დაუბანელს“ უწოდებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პირდაპირი ხაზის დროს, უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთს მიხეილ ლერმონტოვის ლექსით, „მშვიდობით, დაუბანელო რუსეთო“ მიმართა.
პუტინის თქმით, ეს ფაქტი მეტყველებს, რომ პოროშენკომ რუსული კლასიკა კარგად იცის.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, როდესაც ლერმონტოვმა ეს ლექსი დაწერა, ტერიტორია, რომელსაც დღეს უკრაინად მოიხსენიებენ, რუსეთის ტერიტორია იყო.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ 2014 წლის მაიდანის შემდეგ, უკრაინაში ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, იკლო ხელფასებმა და პენსიებმა, გაიზარდა კომუნალური გადასახადები.
პუტინმა, ლერმონტოვის ლექსის საპასუხოდ, პოროშენკოს უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს ლექსით უპასუხა „იბრძოდა – იბრძოდა უკრაინა და რას მიაღწია? მხოლოდ წვალობს. მას კი უცხო მტერზე უფრო საკუთარი შვილები ძარცვავენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები