ადოლფ ჰიტლერის იშვიათ წიგნს აუქციონზე გაყიდიან

ნაცისტური გერმანიის ბელადის, ადოლფ ჰიტლერის წიგნის „მაინ კამპფ“-ის იშვიათ ეგზემპლარს აუქციონზე გაყიდიან. წიგნი იმის გამოა იშვიათი, რომ მასზე თავად ჰიტლერის ავტოგრაფია.
წიგნი 1935 წელს გამოიცა. ის Silverwoods-ის აუქციონზე გაიყიდება.
ჰიტლერმა წიგნს ხელი მოაწერა „ბი ბი სის“ ყოფილი ურნალისტის, პიტერ კადოგანის თხოვნით, რომელმაც ფიურერს ეს თხოვნა მასთან დაახლოებული პირის, იუნითი მიუთფორდის მეშვეობით გადასცა.
წიგნს კადოგანის ოჯახი ყიდის. აუქციონის მფლობელები ვარაუდობენ, რომ ჰიტლერის წიგნი დაახლოებით 1 ათას ფუნტად უნდა გაიყიდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები