გრენფელ თაუერში მომხდარი ხანძრის შედეგად ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ლონდონის საცხოვრებელ კორპუსში, გრენფელ თაუერში მომხდარი ხანძრის შედეგად ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ დროისთვის ცნობილია 17 დაღუპულის შესახებ. საავადმყოფოებში 70 დაშავებული იმყოფება.
მაშველები აცხადებენ, რომ შენობის ზომებიდან გამომდინარე, მის დეტალურ დათვალიერებას რამდენიმე კვირა დასჭირდება. ისინი აცხადებენ, რომ შენობაში ცოცხალი ადამიანის პოვნის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია“. ამჟამად შენობაში შესვლა და მისი დათვალიერება დიდ რისკთან არის დაკავშირებული.
ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად თანხები შეგროვება დაიწყო. უკვე შეგროვებულია დაახლოებით ერთი მილიონი ფუნტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები