ტრამპი თვის ბოლომდე პოროშენკოს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე თვის ბოლომდე უკრაინის ლიდერს, პეტრო პოროშენკოს შეხვდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართება.
ტრამპის გარდა, პოროშენკო აშშ-ის მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შეხვდება. ამის შესახებ პოროშენკოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები ოფიციალურად უახლოეს მომავალში განაცხადებენ.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპი ივლისში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შეხვედრა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები