რუსული კოსმოსური რაკეტის ნაწილი ყაზახეთში ჩამოვარდა – ხანძრის ჩაქრობისას ერთი ადამიანი დაიღუპა

ყაზახეთში „კამაზის“ მძღოლი დაიღუპა, რომელიც რუსული კოსმოსური რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად გამოწვეული ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა. ამის შესახებ „როსკოსმოსი” იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ხანძრის ადგილას ძლიერი ქარი იყო, რამაც ცეცხლის ჩაქრობა გაართულა. ერთი ადამიანი დაშავდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რაკეტა „სოიუზ-2.1“ ბაიკონურის კოსმოდრომიდან 14 ივნისს აფრინდა. მან ორბიტაზე სატვირთო ხომალდი “პროგრესი” გაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები