ლონდონში კორპუსში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

ლონდონის დასავლეთ ნაწილში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
თავდაპირველად, ინფორმაცია 6 დაღუპულის შესახებ გავრცელდა. პოლიციის უფროსი სტიუარტ ქენდი აცხადებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება, კიდევ გაიზარდოს.
27-სართულიან კორპუსში ხანძარი 14 ივნისს გაჩნდა. ადგილზე 40 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ცეცხლს რამდენიმე საათი 200-მდე მეხანძრე ებრძოდა. სახლის მობინადრეთა უდიდესი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა. საცხოვრებელი კორპუსი თითქმის მთლიანად დაიწვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები