აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ადრე დაწესებული სანქციების გამკაცრებას მხარს უჭერს. სანქციები 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესდა.
სენატის მიერ დოკუმენტის მხარდაჭერის შემდეგ ის წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნება. ამის შემდეგ კი სანქციების გამკაცრებას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი უნდა მოაწეროს.
ახალი წესების მიხედვით, სანქციების ქვეშ მოხვედრილი რუსეთის ბანკების დაფინანსების მაქსიმალური ვადა 30-დან 14 დღემდე შემცირდება, ხოლო ნავთობის კომპანიების დაფინანსება – 90-დან 30 დღემდე.
სანქციები რუსეთის სახელმწიფო მოხელეების და იმ კომპანიების წინააღმდეგ არის დაწესებული, რომლებმაც ყირიმის ანექსიაში მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები