ფილიპინებზე ორი ავტომობილის შეჯახებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებზე სატვირთო ავტომობილის და მიკროავტობუსის შეჯახებას 10 ადამიანი ემსხვერპლა და 7 დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ” იუწყება.
ავარია ქალაქ დავაოში მოხდა. 9 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი -საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ოთხი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
ამჟამად მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები